კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

ვიქნები თუნდაც განტენბაინი

ვიქნები თუნდაც განტენბაინი
მოდელი: სულაკაური
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 1
ფასი: 15,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 15,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   
„ვიქნები თუნდაც განტენბაინი“, რომელიც მაქს ფრიშმა 1964 წელს დაწერა, მწერლის შემოქმედებისა და ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული რომანია. ერთი შეხედვით, ნაწარმოებში არ არის სიუჟეტური ხაზი, გამოკვეთილი მთავარი პერსონაჟები და დაძაბულობა, თუმცა ერთმანეთიდან გამომდინარე და შემდეგ დამოუკიდებელი გზით განვითარებული ისტორიები ბოლომდე ითრევს მკითხველს და რომანის დამთავრების შემდეგაც დიდხანს აფიქრებს. სიუჟეტის ერთ-ერთ ძირითად ხაზად შეიძლება მივიჩნიოთ ამბავი ადამიანისა, რომელმაც გადაწყვიტა, ბრმის ცხოვრებით იცხოვროს და ამ ხერხით სინამდვილეს ჩახედოს თვალებში. 
„ყოველი კაცი ადრე თუ გვიან თხზავს ისტორიას, რომელსაც თავის ცხოვრებად თვლის, ერთ ან რამდენიმე ისტორიას ერთად“ – სწორედ ამ შეხედულებას ავითარებს ავტორი რომანში და სხვადასხვა პერსონაჟის ამბავს მრავალი ვარიაციით ჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ რაც წიგნში ხდება, სინამდვილეში არ ხდება და ცხოვრებაც, როგორც რომანი, ფიქციაა.
წიგნები
ISBN 978-9941-23-882-6
ავტორი მაქს ფრიში
გამომცემლობა ბაკურ სულაკაური
გვერდები 410
ზომა
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa