კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

ვეფხისტყაოსანი ბავშვებისათვის

ვეფხისტყაოსანი ბავშვებისათვის
მოდელი: ელფი
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 10
ფასი: 15,90GEL 9,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 9,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   

უდიდესმა ქართველმა პოეტმა შოთა რუსთაველმა გენიალური პოემით `ვეფხისტყაოსანი, - ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო. საუკუნეების განმავლობაში ეს ლიტერატურული შედევრი უდიდეს ზეგავლენას ახდენდა ქართველთა სულიერ ცხოვრებაზე: ძნელბედობის ჟამს,  ბრძოლასა და ქარ-ცეცხლში დაჰქონდათ, ბედნიერების ჟამს კი ქალიშვილს ატანდნენ მზითვად. ბევრმა ქართველმა ზეპირად იცოდა მთელი პოემა. ტრადიციულად, `ვეფხისტყაოსანი ქართველთა ცოდნისა და განათლების საზომი იყო. პოემას ოჯახში ხმამაღლა კითხულობდნენ. მტერმა არაერთხელ დააპირა ქართველთათვის ამ უკვდავი წიგნის განადგურება, თუმცა არაფერი გამოუვიდა. წერა-კითხვის არმცოდნენი ვეფხისტყაოსანს ზეპირსიტყვიერების გზით გადასცემდნენ თაობებს. ქართველ პოეტებსა და მწერლებს იგი სასთუმალთან ედოთ, როგორც ავადმყოფს -წამალი, ხეიბარს -ყავარჯენი, მეომარს -იარაღი და ქართული სიტყვის თვალ-მარგალიტით სავსე, ფასდაუდებელი საგანძური.
მართალია, პოემა მე-12 საუკუნეში დაიწერა, მაგრამ ის ყოველთვის იყო, არის და იქნება ქართველი ერის სულიერი საუნჯე, მეგობრობის, სიყვარულის, ვაჟკაცობის, გმირობის დიდებული ჰიმნი. ამიტომაცაა, რომ `ვეფხისტყაოსანს ხშირად ქართველთა მეორე ბიბლიად მოიხსენიებენ. კარგი იქნება, თუ ჩვენს შვილებს ბავშვობიდანვე შევაყვარებთ ქართველთა ამ საამაყო წიგნს.

წიგნები
ISBN 978-9941-431746
ავტორი
გამომცემლობა ელფის გამომცემლობა
გვერდები 48
ზომა 21 X 27
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa