კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

უცხო უცხოთა ქვეყანაში – რობერტ ჰაინლაინი

უცხო უცხოთა ქვეყანაში – რობერტ ჰაინლაინი
მოდელი: წიგნები ბათუმში
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 10
ფასი: 22,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 22,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   

რობერტ ჰაინლაინის შემოქმედება სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ქვაკუთხედად მიიჩნევა. აიზეკ აზიმოვთან და ართურ კლარკთან ერთად მან ამ ჟანრის ერთგვარი ლიტერატურული სტანდარტი შექმნა და საყოველთაო პოპულარობაც მოუტანა. Stranger in a Strange Land არა მხოლოდ მისი ყველაზე ცნობილი, კონტროვერსიული და ენობრივად დახვეწილი რომანია, არამედ პირველი წიგნია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში, რომელმაც “ნიუ იორკ ტაიმსის” ბესტსელერთა სიაში დაიმკვიდრა ადგილი. ფრენკ ჰერბერტის „დიუნთან“ ერთად, Stranger in a Strange Land სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე გავლენიან წიგნადაა მიჩნეული.

 

ჰაინლაინის მაგნუმ ოპუსი იმ იშვიათ ნაწარმოებებს მიეკუთვნება, რომლებიც, არათუ საკუთარი ეპოქის გამოძახილია, არამედ თანამდევი გავლენით საზოგადოების განვითარების მიმართულებასაც განსაზღვრავენ. წიგნში წარმოჩენილმა იდეებმა რელიგიის, ქონების, მონოგამიისა და სიკვდილის შესახებ დიდი გამოძახილი ჰპოვეს გასული საუკუნის კონტრკულტურულ ოაზისში – ჰიპურ მოძრაობაში. მისი გავლენა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ წიგნში აღწერილმა გამოგონილმა რელიგიამ ჩვენს სამყაროშიც გადმოინაცვლა და დღემდე Сhurch of All Worlds-ის სახელით არსებობს. ამ მიღწევათა გათვალისწინებით აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკამ Stranger in a Strange Land იმ წიგნების ასეულში შეიყვანა, რომლებმაც ამერიკა ჩამოაყალიბეს (Books that shaped America), 1962 წელს კი რობერტ ჰაინლაინი საუკეთესო რომანის ავტორობის გამო პრემია „ჰუგოთი“ დააჯილდოეს.

ვალენტაინ მაიკლ სმიტი, პირველი ადამიანია, რომელმაც არა მხოლოდ ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა მარსზე, არამედ ამ პლანეტის მკვიდრთაც აღზრდეს. მკითხველისთვის იგი იდეალური ინსტრუმენტია, რათა ახალი კუთხით დაინახონ ის ინსტიტუციები და სოციალური ნორმები, რომელთა ფესვებიც დედამიწურ საზოგადოებაშია ჩაკირული. სმიტი მგლების მიერ აღზრდილი მაუგლის მსგავსად უბრუნდება ადამიანთა მოდგმას, თუმცა, მისგან განსხვავებით, უცხოპლანეტურმა აღზრდამ იგი დედამიწელთა უმეტესობაზე უფრო ჰუმანური და პროგრესული გახადა, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ზებუნებრივ უნარებზე. როგორ მიიღებს დედამიწა უძღებ შვილს და როგორ გავლენას იქონიებს მისი იდეები კაცობრიობის განვითარებაზე?

წიგნები
ISBN 9789941474415

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa