კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

უცხო

უცხო
მოდელი: აგორა
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 2
ფასი: 13,50GEL
გადასახადის ჩათვლით: 13,50GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   
ფრანგულიდან თარგმნა გურანდა დათაშვილმა
რომანი „უცხო“ ალბერ კამიუს „აბსურდის ციკლს“ განეკუთვნება და ნობელიანტი მწერლის მერვე წიგნია, რომელსაც გამომცემლობა აგორა ქართულად სთავაზობს მკითხველებს. რომანის მთავარი გმირი, მერსო, პრინციპული ადამიანია, უცნაურია, საზოგადოებრივ მორალს ფეხს არ უწყობს და საზოგადოება მას უცხოდ ჩათვლის. წიგნის გმირი პირველ პირში მოგვითხრობს თავის ამბავს, ოღონდ დისტანციური და ცივი ტონით მას უბრალოდ ფაქტების ჩამონათვალად წარმოადგენს. თუმცა, მერსო პოზიტიური პიროვნებაა, უარს ამბობს ტყუილზე და ფაქტებს იღებს ისე, როგორებიც ისინი არიან. თვით კამიუს თქმით, მერსო არის ადამიანი, რომელიც ყოველგვარი გმირობის გარეშე, უბრალოდ თანხმდება, მოკვდეს სიმართლის გულისთვის.
 
თხრობის მშრალი სტილი მაშინვე აგრძნობინებს მკითხველს, რომ მთავარ გმირსა და საზოგადოებას შორის ერთგვარი დაშორებაა, ისინი ერთმანეთს არ მიესადაგებიან. ამ სტილს როლან ბარტმა „თეთრი /ცარიელი წერა“ უწოდა ნაწარმოებში „წერის ნულოვანი დონე“. იგი ამბობს: „ კამიუმ „უცხოთი“ პირველმა შემოგვთავაზა გამჭვირვალე სიტყვით წერის მანერა, რითაც შექმნა არარსებულის, არყოფნის სტილი ანუ სტილის იდეალური არარსებობა.“
წიგნები
ISBN 9789941923685
ავტორი ალბერ კამიუ
გამომცემლობა აგორა
გვერდები
ზომა
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa