კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

პოლიანა იზრდება

პოლიანა იზრდება
მოდელი: ელფი
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 20
ფასი: 7,90GEL 4,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 4,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   

მსოფლიო ლიტერატურის შედევრი „პოლიანა“ უკვე შეიყვარა ჩვენმა პატარა მკითხველმა. როგორც ვიცით, მშობლების გარდაცვალების შემდეგ, მხიარული და გულღია გოგონა საცხოვრებლად დეიდასთან გადადის. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მისი ტრაგიკული ამბის მიმართ გულგრილი დარჩება. ჩვენს ახალ წიგნში მილიონობით მკითხველის საყვარელი პერსონაჟი გაიზარდა. ახლა პოლიანა ლამაზი და მიზანდასახული გოგონაა, თანაც _ შეყვარებული. წიგნის კითხვისას ისეთი შეგრძნება გიჩნდებათ, თითქოს კარგა ხნის უნახავ ძველ მეგობარს შეხვდით. რაც უფრო იზრდება პოლიანა, მით უფრო მეტ დაბრკოლებას აწყდება. რამდენად გაუძლო მისმა არაჩვეულებრივმა ნიჭმა _ სხვისი ცხოვრება კარგისკენ შეცვალოს _ დროთა მდინარებას? აგრძელებს თუ არა ის ბედნიერობანას თამაშს, მაშინაც კი, როცა დეიდამისი სიღატაკის ზღვარზე აღმოჩნდება? როგორი არჩევანი გააკეთა მან საკუთარი ბედნიერებისთვის? რა იყო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?.. და მაინც, ვისთვის დაიწერა ეს წიგნი? _ როგორც ლიტერატურის კრიტიკოსები აღნიშნავენ, ეს წიგნი განკუთვნილია ყველა იმ მკითხველისთვის, ვისაც გულის გათბობა სურს. 

წიგნები
ISBN 9789941464676
ავტორი ელეონორ პორტერი
გამომცემლობა ელფის გამომცემლობა
გვერდები 240
ზომა 14.8 X21
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa