კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

მონტესუმას ასული

მონტესუმას ასული
მოდელი: ელფი
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 10
ფასი: 7,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 7,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   

მსოფლიო ლიტერატურამ "მონტესუმას ასული" აღიარა როგორც საუკეთესო ისტორიული რომანი, რომელიც ოდესმე დაწერილა ისტორიულ-გეოგრაფიულ აღმოჩენათა ეპოქის თემაზე. წიგნის შექმნამდე ავტორმა იმოგზაურა მექსიკაში, რათა თავად ეგრძნო ოდესღაც აყვავებული ცივილიზაციის იდუმალება. რომანში გადმოცემულია ახალგაზრდა თომას ვინგფილდის ისტორია, რომელიც თავის ოჯახთან ერთად მშვიდად ცხოვრობს ინგლისის ერთ მყუდრო დაბაში. ერთ დღეს ის იგებს, რომ დედამისი მისმა ყოფილმა საქმრომ, ესპანელმა ხუან დე გარსიამ მოკლა. თომასი შურისძიების ფიცს დებს და მკვლელის საძებნელად ესპანეთში მიდის. საბოლოოდ კი, სამხრეთ ამერიკაში ხვდება და კონკისტადორებს უპირისპირდება. ვინგფილდი აქ გაიცნობს გმირული სულის მქონე მონტესუმას ასულს და მასზე ქორწინდება.ამ რეალისტურ რომანში, ინდიელებისა და ესპანელების დაპირისპირების პარალელურად, ვითარდება არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია: მკვეთრად იხატება მშობლის, სამშობლოს, მეუღლისა და შვილების სიყვარულის რაობა. ეს წიგნი მკითხველს არა მარტო წარსულის ამბებს განაცდევინებს, არამედ დღევანდელობაზეც დააფიქრებს - მწერლის უკვდავებაც ხომ სწორედ ამაშია.

წიგნები
ISBN 9789941464164
ავტორი ჰენრი რაიდერ ჰაგარდი
გამომცემლობა ელფის გამომცემლობა
გვერდები 352
ზომა 14.8 X21
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa