კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

მე წითელი მქვია

მე წითელი მქვია
მოდელი: სულაკაური
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 2
ფასი: 15,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 15,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   
თურქი მწერალი ორჰან ფამუქი 1952 წელს სტამბოლში დაიბადა. ის უზომოდ პოპულარულია როგორც თავის ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. მიღებული აქვს არაერთი ევროპული და ამერიკული ლიტერატურული ჯილდო, 2006 წელს კი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა ლიტერატურის დარგში. 
ფამუქის ათამდე რომანიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული, „მე წითელი მქვია'', რომელიც 30-მდე ენაზეა თარგმნილი, პირველად 1998 წელს გამოვიდა და სამ კვირაში 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. რომანში 1591 წლის თოვლიან სტამბოლში ცხრა დღეში განვითარებული სიუჟეტის ფონზე აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციები ეჯახება ერთმანეთს. ამაზე, და ჯერ ერთი მხატვრის, შემდეგ კი მხატვართუხუცესის მკვლელობის თაობაზე, თავად მკვლელი, მოკლულები, მათი მეგობრები და ნათესავები, ძაღლები, ხეები და ნახატებიც კი ცალ-ცალკე მოგვითხრობენ. 
ავტორის შეფასებით, „მე წითელი მქვია'' ყველაზე ფერადოვანი და ოპტიმიზმით აღსავსე წიგნია. შესანიშნავი თარგმანის წყალობით, ქართველი მკითხველი პირველივე გვერდებიდან დარწმუნდება, რომ ეს მართლაც საოცრად ლამაზი და შთამბეჭდავი რომანია, იმ მხატვრების ნახატებივით დიდებული და მრავალფეროვანი, რომლებსაც ამავე რომანის გმირები საუკუნეების განმავლობაში ქმნიდნენ ფადიშაჰის წიგნთსაცავისთვის.
წიგნები
ISBN --
ავტორი ორჰან ფამუქი
გამომცემლობა ბაკურ სულაკაური
გვერდები 517
ზომა
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa