კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

კავკასიური მოთხრობები

კავკასიური მოთხრობები
მოდელი: ელფი
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 9
ფასი: 15,00GEL 5,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 5,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   

„რუსეთში ფრიად უცნაური თქმულება არსებობს კავკასიაზე: თითქოს ეს რაღაც აღთქმული ქვეყანაა ყველა უბედური ადამიანისთვის“, - წერს ლევ ტოლსტოი „კავკასიურ მოთხრობებში“ და, ფაქტობრივად, პირველი რუსი მწერალია, რომელიც კავკასიას მსოფლიოს აცნობს. რას აკეთებდნენ ეს უბედური ადამიანები კავკასიაში? რუსეთში დამკვიდრებული შეხედულებით, რომელიც განამტკიცეს პასეკმა, სლეპცოვმა და სხვებმა, საკმარისია კავკასიაში ჩახვიდე და ჯილდოებით აივსები; რუსეთიდან კავკასიაში ზოგი ფულის, ზოგი უიღბლო სიყვარულის, ზოგიც ვალების გამო მიდიოდა და არსებული მითის თანახმად, გამდიდრებას და ჩინს ელოდა. „ჩვენგანაც ყველა ამას ელის და მოითხოვს. მე კი ორი წელია აქ ვარ, ორ ბრძოლაში ვმონაწილეობდი და არაფერი მიმიღია, მაგრამ მაინც იმდენი თავმოყვარეობა მაქვს, რომ აქედან არავითარ შემთხვევაში არ წავალ“. რა თავმოყვარეობაზე ლაპარაკობს მწერალი, რომელიც თავად მონაწილეობდა კავკასიის ბრძოლებში (ერთხელ ჩეჩნებთან შეტაკებისას კინაღამ ტყვედაც ჩავარდა) და არაერთ საგულისხმო აზრს გამოთქვამს კავკასიის რეგიონის მნიშვნელობაზე. ის არა მარტო კავკასიის პეიზაჟით იხიბლებოდა, არამედ მდიდარი კულტურის მქონე კავკასიელებითაც. არქივებში იქექებოდა, უნდოდა ზედმიწევნით შეესწავლა კავკასიის ისტორია. ამ წიგნით ტოლსტოიმ პროტესტი გამოუცხადა კავკასიის მომაბეზრებელ ომს, რომელიც, ისევე როგორც ყველა ომი დედამიწაზე, ხალხის ზურგზე გადადიოდა. „ყველაფერი, რასაც კავკასია ერქვა, იყოფოდა ორ ნაწილად: ჩვენად და სხვისად“, რას გულისხმობდა მწერალი ამაში? რას წარმოადგენდა რუსი პოეტური ტალანტების აკვანი, მათი მუზების შთამაგონებელი კავკასია? რატომ ანადგურებდნენ რუსები ძვირფას ხეებს? ამ კითხვებზე პასუხები ამ მდიდარ შთბეჭდილებებზე აგებულ შესანიშნავ წიგნშია, რომელიც ისე ეხმიანება დღევანდელობას, იმდენად რეალისტურია, რომ ჩვენს ცნობისმოყვარე მკითხველს უდავოდ გააოცებს.

წიგნები
ISBN 9789992861622
ავტორი ლევ ტოლსტოი
გამომცემლობა ელფი
გვერდები 276
ზომა 16.5/22,5
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa