კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

კაცები მზეში

კაცები მზეში
მოდელი: წიგნები ბათუმში
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 3
ფასი: 11,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 11,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   

მცირე რომანი „კაცები მზეში“ პალესტინელი ლტოლვილების გაუსაძლის ყოფას აღწერს უსამშობლობაში, მათ განწირულ მცდელობას, დაიმკვიდრონ საკუთარი ადგილი მზისქვეშეთში. ისინი, მეზობელ ქვეყნებს თავშეფარებულნი, ცხოვრობენ იქ „დროებით, სანამ ყველაფერი გაირკვევა“. „დროებით“ გაიფანტნენ მსოფლიოს გარშემო, ყველაფერს აკეთებენ „დროებით“, ამასობაში კი ცხოვრება გადის… მათი მკვდრები სხვათა სასაფლაოებზე განისვენებენ, ცოცხლები კი უცხოთა საზღვრებს ებღაუჭებიან. გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ახალი პროექტით „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“ გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას ერთი სერიის ფარგლებში გაეცნოთ თანამედროვე აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის ახალი და უახლესი პროზის საუკეთესო ნიმუშებს. „აღმოსავლური ბიბლიოთეკა“, რომლის წიგნთა უმეტესობა ქართულ ენაზე პირველად სწორედ ამ სერიით გამოიცემა, დედნის ენებიდან შესრულებულ მაღალმხატვრულ და კარგად კომენტირებულ თარგმანებს გააერთიანებს. რადგან ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიას, თანამედროვეობას, მის სოციალულ-პოლიტიკურ და კულტურულ პროცესებს ყველაზე უკეთ მისივე ლიტერატურა ასახავს, ჩვენი სერიის წიგნები დაგეხმარებათ, უფრო ახლოს და უკეთ გაიცნოთ თანამედროვე აღმოსავლეთი.

წიგნები
ISBN 9789941467530
ავტორი ღასან ქანაფანი
გამომცემლობა წიგნები ბათუმში
გვერდები 148
ზომა 14X21
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa