როგორ გავაკეთოთ შეკვეთა

1 ეტაპი: (თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ, გადადით პირდაპირ 2 ეტაპზე)

სასურველია გავიაროთ რეგისტრაცია, ეს მოგცემთ საშუალებას ისარგებლოთ დამატებითი ფუნქციებით: სწრაფად განახორციელოთ შესყიდვები, აკონტროლოთ შესყიდვების სტატუსი და შეინახოთ შესყიდვების ისტორია.

დაკლიკეთ "დარეგისტრირება" რომელიც მდებარეობს ზედა მარჯვენა კუთხეში (სურათი 1)(პირველი მინიშნება)

შემდეგ შეგვყავს საკუთარი მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი ... (აუცილებელია შევავსოთ ვარსკვლავით მონიშნული ველები) შევსების შემდეგ დაკლიკეთ "წინ" ქვედა მარჯვენა კუთხეში - ამით რეგისტრაცია სრულდება.

surati1

სურათი 1

 

2 ეტაპი:

შედით პირად კაბინეტში (ახალი დარეგისტრირებული ავტომატურად შესულია კაბინეტში - მისი სახელი ჩანს მარჯვენა ზედა კუთხეში)

უკვე შეგიძლით წიგნების შერჩევა: სასურველ წიგნზე დაკლიკეთ "ყიდვა" კალათაში გაჩნდება თანხა, რომელიც შეადგენს სასურველი წიგნის ღირებულებას დამატებული კურიერის მომსახურება 3,5 ლარი, რომელიც ავტომატურად გაქრება თუ შეკვეთის ღირებულება აცდება 30 ლარს. შეგიძლიათ როგორც ერთის, ასევე რამოდენიმე წიგნის კალათაში დამატება წიგნების საფასური აისახება კალათაში. მას შემდეგ რაც დაასრულებთ წიგნების შერჩევას აწვებით ღილაკს გაფორმება (სურათი 1)(მეორე მინიშნება)

გაფორმება:

დარეგისტრირებულ მამხმარებელთათვის პირველი ნაბიჯი უკვე თავისთავად არჩეულია. გრძელდება მეორე ნაბიჯით, სადაც უნდა დაადასტუროთ თქვენი მისამართი ან შეცვალოთ. დაკლიკეთ "წინ" - გადადიხართ მესამე ნაბიჯზე სადაც ირჩევთ ადგილზე მიტანის მისამართს (აქ შესაძლებელია დატოვოთ მიმდინარე მისამართი ან აირჩიოთ სხვა, მაგალითად სამსახურის. ეს მისამართი არის პრიორიტეტული - კურიერს ამ მისამართზე მოაქვს წიგნები) დაკლიკეთ "წინ". გადადიხართ მეოთხე ნაბიჯზე - აქ მხოლოდ იგებთ ინფორმაციას, რომ კურიერის მომსახურება შეადგენს 3,5 ლარს, თუ შეკვეთა 30 ლარამდეა, თუ - მეტია კურიერის მომსახურება უფასოა. დაკლიკეთ "წინ" - ნაბიჯი მეხუთე - აქ ირჩევთ გადახდის მეთოდს: პლასტიკური ბარათით გადახდა ან საბანკო გადარიცხვა(სურათი 2)(პირველი მინიშნება). აუცილებელია გაეცნოთ შეთანხმების პირობებს და დაეთანხმოთ (მონიშნეთ წავიკითხე და ვეთანხმები წესებს სურათი 2. მეორე მინიშნებადაკლიკეთ "წინ" ნაბიჯი მეექვსე გაძლევთ საშუალებას კიდევ ერთხელ გადახედოთ თქვენს შეკვეთას და დაადასტუროთ. თუ რომელიმე წიგნის ამოღება გინდათ დაბრუნდით კალათში და წაშალეთ, ახლიდან დაადასტურებთ ყველა ნაბიჯს და ცვლილება აისახება. მიტოვებული შეკვეთა არ დამუშავდება სანამ თანხა არ ჩაგვერიცხება შეკვეთა არ შესრულდება. შეკვეთის დასრულება ნიშნავს ბარათით თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში ტრანზაქციის წარმატებით დასრულება საბანკო გადმორიცხვის შემთხვევაში ქვითარი, რომელიც დაადასტურებს თანხის ჩარიცხვას ჩვენს ანგარიშზე.

surati2

სურათი 2

 


alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa