კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

გონება და გრძნობა (რბილი)

გონება და გრძნობა (რბილი)
მოდელი: ელფი
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 9
ფასი: 9,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 9,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   

თავიდან მხოლოდ ოჯახის გასართობად წერდა. შემდეგ მიხვდა, რომ მწერლობა მისი მოწოდება იყო. რომანს თავდაპირველი სათაური ,,ელინორი და მერიენ’’ შეუცვალა და უფრო გამომსახველობითი, ასე ვთქვათ ,,ეთიკური’, მისთვის დამახასიათებელი სათაურით გადასცა გამომცემლობას. უცნობი ავტორის, თანაც ფსევდონიმით (,,ლედი’’) წიგნის გამოქვეყნებას გამომცემლობა მხოლოდ იმ პირობით დათანხმდა, თუ წარუმატებლობის შემთხვევაში ავტორი დახარჯულ თანხას აუნაზღაურებდა. წიგნი 1000 ეგზემპლარით დაიბეჭდა, მალევე გაიყიდა და ავტორს საკმაო ჰონორარიც ერგო! იმდროინდელი პრესა წერდა: ,,ამ არაჩვეულებრივად დაწერილ რომანში ვეცნობით დახვეწილი ადამიანების რეალისტურ ისტორიას, რამაც შეუძლებელია არ დაგაინტერესოს. წიგნის მოცულობაც ისეთია, რომ სიამოვნება მოგანიჭოს და არ გადაგტვირთოს. ავტორი კარგად იცნობს ადამიანთა ხასიათსა და ცხოვრებას, რომანში კარგად ერწყმის ერთმანეთს ჯანსაღი აზრი და მახვილგონივრულობა. მასში სიყვარული და ცხოვრება ორი მხრიდან არის დანახული _ გონებიდან და გრძნობიდან. არაჩვეულებრივად არის აღწერილი გმირები, პეიზაჟი, ინტრიგა, სიყვარული...’’ ეს ყველაფერი იმდენად ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს, რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მართალია, ეს მომაჯადოებელი ფსიქოლოგიზმით დაწერილი რომანი დიდი ხნის წინ დაიწერა, მაგრამ გარწმუნებთ, დაკვირვებული მკითხველი მასში საოცრად ბევრ სათავისოს ამოიკითხავს...

წიგნები
ISBN 9789941464003
ავტორი ჯეინ ოსტინი
გამომცემლობა ელფის გამომცემლობა
გვერდები 252
ზომა 16 / 22
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa