კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

გოლემი

გოლემი
მოდელი: წიგნები ბათუმში
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 3
ფასი: 16,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 16,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   
გოლემი მითური არსებაა, რომლის საწყისებიც ძველ აღთქმაში იძებნება და რომელმაც საუკუნეების განმავლობაში მხატვრულ ლიტერატურაში უამრავი რეინკარნაცია განიცადა. თუმცა, ვერცერთი მათგანი ვერ მიუახლოვდება იმ ფანტასტიკურ და მისტიკურ დიდებულებას, რომელსაც გუსტავ მაირინკის რომანი „გოლემი“ წარმოადგენს.
საიდუმლოს ქსელით მოცული პრაღა, ჩრდილოვან ძალებთან დაპირისპირება, ბიუროკრატიული ჯოჯოხეთი და პოლიტიკური ინტრიგები. მკითხველი მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაინაცვლებს, დიდი მღელვარების პერიოდში, როდესაც ევროპის კარს პირველი მსოფლიო ომი იყო მომდგარი. მის მიერ აღწერილი პრაღა ერთდროულად ისტორიული და ეზოტერიკული, დიდებული და გროტესკული, რეალური და წარმოსახვითი. „გოლემის“ სახით მკითხველს წინ ჰალუცინოგენური მოგზაურობა ელის.
მაირინკი არნახული ოსტატობით ქმნის პრაღის გეტოს ატმოსფეროს და გვიყვება ისტორიას დამცირებულ ხალხზე და დამონებულ ერზე, რომლის სულიერი მდგომარეობა და ქვეცნობიერიც გოლემის სახით წარმოგვიდგება.
„გოლემი“ სრულად 1915 წელს გამოიცა და პირველივე წელს ორასათასიანი ტირაჟით გაიყიდა. ის გუსტავ მაირინკის პირველი და ყველაზე ცნობილი რომანია, ევროპის პირველი ბესტსელერია და ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია. ჰოვარდ ფილიპს ლავკრაფტის სიტყვებით „[გოლემი] ყველაზე დიდებული და უცნაური რამ არის რაც აეონთა განმავლობაში წამიკითხავს“
წიგნები
ISBN 9789941474231
ავტორი გუსტავ მაირინკი
გამომცემლობა წიგნები ბათუმში
გვერდები 334
ზომა 14X20
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa