კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

ევროპული აღზრდა

ევროპული აღზრდა
მოდელი: სულაკაური
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 2
ფასი: 13,90GEL
გადასახადის ჩათვლით: 13,90GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   
პოლონეთი, ოკუპაციის წლები... ექიმმა ტვარდოვსკიმ თავის თოთხმეტი წლის შვილს, იანეკს ტყეში სამალავი მოუწყო. ორი უფროსი ვაჟი მას გერმანელებმა დაუხოცეს, მეუღლე კი სხვა ქალებთან ერთად გაიტაცეს და გრაფ პულაცკის სასახლეში გამოკეტეს ჯარისკაცების ხორციელი ვნებების დასაკმაყოფილებლად. ცოლის გამოხსნას შეეწირა ექიმი ტვარდოვსკი, ხოლო იანეკი მცირერიცხოვან პარტიზანულ რაზმს შეუერთდა. სწორედ აქ იწყება იანეკის ეგზისტენციალური თავგადასავალი, აღსავსე ხიფათითა და იმედით, რწმენითა და სასოწარკვეთით. იგი ცდილობს გაარკვიოს, რა არის ევროპული აღზრდა: დახვრეტა, მონობა, წამება, ძალადობა, განადგურება, გაცამტვერება, თუ თავისუფლება, ადამიანური ღირსება, ძმობა? იანეკის აზრით, ყველაფერ იმას, რაც ადამიანს რწმენითა და ცხოვრების გაგრძელების სურვილით აღავსებს, დაცვა, თავშესაფარი და სამალავი სჭირდება. ეს თავშესაფარი ხანდახან შეიძლება, სულაც სიმღერა იყოს, ან კიდევ ლექსი, მუსიკა, წიგნი...
„ევროპული აღზრდა'' – ფრანგი მწერლის, კინორეჟისორის, დიპლომატისა და სამხედრო მფრინავის – რომენ გარის პირველი რომანია. იგი 1945 წელს გამოქვეყნდა და საფრანგეთში კრიტიკოსების ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. რომენ გარი ერთადერთი ფრანგი მწერალია, რომელმაც ორჯერ მოიპოვა გონკურის პრემია.
წიგნები
ISBN 978-9941-23-714-0
ავტორი რომენ გარი
გამომცემლობა ბაკურ სულაკაური
გვერდები 271
ზომა
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa