კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

ლიან მორიარტი – დიდი პატარა ტყუილები

ლიან მორიარტი – დიდი პატარა ტყუილები
მოდელი: წიგნები ბათუმში
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 10
ფასი: 19,90GEL 13,95GEL
გადასახადის ჩათვლით: 13,95GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   

„დიდი პატარა ტყუილები“ ავსტრალიელი მწერლის, ლიან მორიარტის გამორჩეული ნაწარმოებია, რომლის მიხედვითაც გადაღებულია ძალიან პოპულარული სატელევიზიო სერიალი. წიგნის შეძენა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 3 ივნისი) იქნება შესაძლებელი.

ავტორმა პირივის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ტიპის ოჯახი დაასახლა და ყველას თავისი წილი პრობლემა არგუნა.

ახალგაზრდა ჯეინი შვილთან, ზიგისთან, ერთად საცხოვრებლად გადმოდის ამ ნახევარკუნძულზე. ცდილობს, დაივიწყოს მოვლენა, რომელმაც მთელ მის ცხოვრებას დაღი დაასვა; დაუმეგობრდება ასაკით უფროს, ბრჭყვიალა, ლამაზ და მდიდარ ქალებს, თუმცა გაიჩენს მტრებსაც და უწევს ბრძოლა შვილის დასაცავად.

სელესტი და პერი თითით საჩვენებელი წყვილია. მათი ცხოვრება ზღაპრულ სამყაროს წააგავს, რომელზეც ყველა ოცნებობს. მაგრამ ოჯახურ იდილიასაც აქვს თავისი საფასური. და რას ითხოვენ სელესტისგან სანაცვლოდ? ღირს კი ამად ეს ფუფუნება?!

„დიდი პატარა ტყუილები“ იმ სიმართლის საბადოა, რომელსაც თვალს ვერ ან არ ვუსწორებთ. ეს არის ამბავი ქალებზე, რომელთა ცხოვრებასაც განსაზღვრავს ტრაგედია... ეს არის ამბავი ცოლებზე, ყოფილ ქმრებზე, ძალადობის უწყვეტ ციკლზე, სკოლის კედლებს მიღმა დაბუდებულ ინტრიგებსა და სკანდალებზე. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ამბავი იმპატარა, საშიშ ტყუილებზე, რომლებითაც საკუთარ თავებს ვკვებავთ; თან გვგონია, რომ თუ გავუძლებთ, პრობლემა თავისით მოგვარდება.

წიგნები
ISBN 9789941474378
ავტორი ლიან მორიარტი
გამომცემლობა წიგნები ბათუმში
გვერდები 463
ზომა 14X21
ენა ქართული

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa