ჩვენს შესახებ

წიგნის გამავრცელებელი კომპანია „წიგნის სამყარო“ დაარსდა 2005 წლის 5 მარტს  და მას შემდეგ წარმატებით განაგრძობს მუშაობას.
კომპანია დაარსებიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს ყველა  ღონისძიებაში, რაც წიგნის სფეროში არსებულ სიახლეებსა და სხვადასხვა საინტერესო პროექტს უკავშირდება.
დღეისთვის კომპანია თბილისში 100-ზე მეტ, ხოლო რეგიონებში 50-მდე წიგნის  მაღაზიას აწვდის წიგნებს. წიგნის სამყაროს აქვს მაღალ დონეზე ორგანიზებული, საცალო გაყიდვების სამსახური, ასევე მოქნილი ფასდაკლებისა და მომარაგების მექანიზმები 
„წიგნის სამყარო“ ყოველწლიურად მონაწილეობს თბილისის  წიგნის საერთაშორისო ფესტივალში, 2007 წელს კომპანიამ პირველად მიიღო მონაწილეობა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში, სადაც წიგნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა იმართება.
„წიგნის სამყარო“ პარტნიორებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტის თანაავტორია, როგორებიცაა, მაგალითად, მაღაზიათა ქსელი „ლიბრა“, რომელიც გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხითა და წიგნების მრავალფეროვანი ასორტიმენტით. ასევე საინფორმაციო-შემეცნებითი ჟურნალი „წიგნი და სამყარო“. მისი ფურცლებიდან მკითხველს სისტემატურად მიეწოდება ინფორმაცია  ახალი წიგნების, წიგნის ახალი მაღაზიებისა და სხვა ნოვაციების შესახებ. წიგნის სამყარომ დააფუძნა ლიტერატურული კონკურსი „წიგნი და სამყარო“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა  საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან. კონკურსის პირველი გამარჯვებულები 2009 წლის 27 ივნისს  თბილისის წიგნის ფესტივალზე გამოვლინდა. 10 გამარჯვებული კონკურსანტი სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდა. მიმდინარე წელს ჩვენი ლიტერატურული კონკურსი შეუერთდა ლიტერატურულ კონკურს „წეროს“ და ამავდროულად გახდა „წეროს“ თანადამფუძნებელი.
კომპანიამ ორწლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ გააფორმა მემორანდუმი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს წიგნის გამავრცელებელ კომპანია  KNV-სთან (Koch, Neff & Volkmar GmbH). მემორანდუმს საზეიმოდ მოეწერა ხელი ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე 2009 წლის 16 ოქტომბერს, რომლის თანახმადაც „წიგნის სამყარო“  KNV- ს ოფიციალური წარმომადგენელია ამიერკავკასიაში და სარგებლობს ექსკლუზიური ფასდაკლებით უცხოეთში გამოცემულ წიგნებზე. უახლოეს მომავალში ქართველ მკითხველს  შესაძლებლობა ექნება  უცხოური ელექტრონული კატალოგით ისარგებლოს და  შეუკვეთოს მისთვის სასურველი  ლიტერატურა. 

უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს კორპორატიულ ვებ-ვერდს www.bookland.ge


alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa