შეთანხმების პირობები

ვეთანხმები რომ ჩემს მიერ არჩეული წიგნების საფასურს დაემატება მინიმალური შეკვეთისთვის კურიერის ფიქსირებული გადასახადი 3,5 ლარი, თუ ჩემი შეკვეთის ღირებულება იქნება 30 ლარზე ნაკლები. 

როდესაც შეკვეთის ღირებულება შეადგენს ან აღემატება 30 ლარს, გადაიხდით მხოლოდ წიგნების ღირებულებას. 

გაყიდული საქონელი უკან არ ბრუნდება! 

შეიძლება მისი გამოცვლა იმ შემთხვევაში, თუ მიღების დროს აღმოაჩენთ ტიპოგრაფიულ ნაკლს - თქვენ აფიქსირებთ კურიერთან ამ ნაკლს და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ხსენებული ნაკლოვანი წიგნის გამოცვლაზე (10 სამუშაო დღეში). 

თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე წიგნი ვერ მოგაწოდეთ, ჩვენ დაგიბრუნებთ გადახდილ თანხას უკან (10 სამუშაო დღეში).

წიგნების მისამართზე მიტანა ხორციელდება მხოლოდ სამუშაო დღეებში. თბილისში და მის შემოგარენში მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში, ხოლო რეგიონებში 10 სამუშაო დღეში. თბილისის შემთხვევაში გამოსვლის წინ გიკავშირდებათ კურიერი და გითანხმდებათ მოტანის დროზე. (ჩვენი ოპერატორი გიკავშირდებათ და გეუბნებათ სავარაუდო ჩამოსვლის დროს. ასევე იღებთ შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე)

შენიშვნა: სექტემბერში სასკოლო წიგნების ადილზე მიტანის სერვისს ახორციელებს საქართველოს ფოსტა.

საზღვარგარეთ წიგნების გასაგზავნად ემატება ტრანსპორტირების მომსახურების საფასური, რომელსაც, ადგილზე მიტანის სერვისთან ერთად განსაზღვრავს საქართველოს ფოსტა გზავნილის წონის მიხედვით.

კალკულაციისა და ადგილზე მიტანის სავარაუდო დროის გამოსათვლელად იხილეთ ბმული http://www.gpost.ge/

 


alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa