კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მოკლე მიმოხილვა 

კონფიდენციალურობის პოლიტიკის და გამოყენების პირობების მიღებით თქვენ აშკარა თანხმობას გვაძლევთ შევკრიბოთ, გამოვიყენოთ და გავავრცელოთ თქვენი პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განსაზღვრული წესით. 

მონაცემთა დაცვა 

თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაცია დამუშავდება შევსებული პირადი ინფორმაციის შესაბამისად.  ჩვენ გვჭირდება თქვენს შესახებ ისეთი პირადი მონაცემები, როგორიცაა სახელი და გვარი, მისამართი, ელექტრონული მისამართი, ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი. მაღალი ღირებულების ტრანზაქციებისთვის ჩვენ შესაძლოა პირადი ინფორმაცია გადავცეთ შესაბამის ორგანოებს.  ჩვენი სერვისებით სარგებლობისას, თქვენი IP მისამართის აკრეფისა და სისტემაში შესვლის დროები იწერება და ინახება თაღლითური მოხმარების თავიდან აცილების და ჩვენი სერვისების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ჩვენ შესაძლოა ასევე მოვიპოვოთ გამოყენებისა და წვდომის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს სხვადასხვა თაღლითური ქმედების თავიდან აცილების ან ჩვენს სისტემებში უკანონო შეჭრისგან ან ბოროტად გამოყენებისგან დაცვის მიზნით. მხოლოდდამხოლოდ ამ მიზნით, ჩვენ შესაძლოა ამგვარი ინფორმაცია გავუზიაროთ თაღლითური ქმედებების მართვის სპეციალიზირებულ და სანდო სამსახურებს, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ ამ ინფორმაციის გაანალიზებაში. 


პირადი ინფორმაციის გამოყენება 

თქვენს პირად ინფორმაციას გამოვიყენებთ თქვენი ანგარიშის ამოქმედების და ჩვენს მიერ მომსახურებების გაწევის მიზნით. ჩვენ ასევე გარკვეულ ინფორმაციას ვაწვდით ბანკებს ან საკრედიტო/სადებეტო ბარათების დამუშავების სამსახურებს, პირადობის შემმოწმებელ სამსახურებს და საკრედიტო სააგენტოებს, რაც წარმოადგენს ჩვენი ჩვეულებრივი საქმიანობის შემადგენელ ნაწილს. 

აღნიშნული მონაცემების გაზიარების მიზანია მომხმარებელთა იდენტიფიკაცია და კონტროლი, ასევე თაღლითური და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა, შეზღუდვა და ჩვენი ფინანსური რისკის მართვა. იდენტიფიკაციის ან თაღლითური ქმედებების პრევენციაზე კონტროლის განხორციელების დროს, სერვისის მიმწოდებელს უფლება აქვს შეინახოს ჩვენი გამოკითხვების შესახებ ჩანაწერები თქვენს ინფორმაციასთან ერთად. ჩვენი სერვისების გამოყენებით თქვენ პირდაპირ ეთანხმებით აღნიშნული მიზნებისთვის თქვენი პირადი მონაცემების გაცვლას. 

ჩვენ ასევე შესაძლოა თქვენი პირადი მონაცემები მივაწოდოთ ისეთ კომპანიებს, რომლებიც განახორციელებენ საფოსტო მომსახურებას (თუ ამის საჭიროება იქნება). თქვენ პირდაპირ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამგვარად გამჟღავნებას. 

პირადი ინფორმაციის კონტროლი 

თუ თქვენი პირადი მონაცემები (როგორიცაა სახელი და გვარი, მისამართი ან ტელეფონის ნომერი) შეიცვლება, თქვენ უნდა განაახლოთ მონაცემები პირადი კაბინეტის განყოფილებაში. წიგნის სამყარო პასუხს არ აგებს ნებისმიერ ისეთ ზარალზე, რომელიც წარმოიქმნება თქვენს მიერ პირადი მონაცემების განუახლებლობის ან არასწორი მისამართის მითითების შედეგად. 


კომუნიკაცია 

წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ დადასტურების შეტყობინებას ელექტრონული ფოსტის ძირითად რეგისტრირებულ მისამართზე. ელექტრონული ფოსტის საშუალებით ყველა სხვა კომუნიკაცია განხორციელდება აღნიშნულ ძირითად რეგისტრირებულ მისამართზე, რომლის შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს. 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ სისტემის მიერ გენერირებული ტრანზაქციების შესახებ ელექტრონული შეტყობინებები, როგორიცაა შეკვეთების დადასტურების,  პაროლის შეცვლის შესახებ შეტყობინებები და ა.შ . რეგისტრირებული მომხმარებლები დროდადრო ინფორმაციას მიიღებენ პროდუქტებზე, სერვისებზე და სპეციალურ ტრანზაქციებზე საინფორმაციო ბიულეტენის საშუალებით, თუ მომხმარებელი არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ მას არ სურს ამგვარი ბიულეტენის მიღება. თქვენ შეგიძლიათ ჩვენი საინფორმაციო ბიულეტენების მიღებასთან ან არმიღებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის შეცვლა პირადი კაბინეტის განყოფილებაში (სიახლეებზე ხელმოწერა) გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ მაინც მიიღებთ ისეთ შეტყობინებას თქვენი ანგარიშის შესახებ, როგორიცაა ტრანზაქციებთან დაკავშირებული ელექტრონული შეტყობინებები ან თქვენი ანგარიშის ფუნქციონირებასთან ან ჩვენს სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა შეტყობინებები.


უსაფრთხოება 

წიგნის სამყარო იცავს თქვენს პირად მონაცემებს არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან ან გამჟღავნებისგან. როგორც კი შეხვალთ თქვენი ანგარიშის სისტემაში, ყველა ინტერნეტ კომუნიკაცია დაცულია SSL (დაცული სოკეტების ფენა) პროტოკოლის გამოყენებით , რომელსაც გააჩნია უსაფრთხოების მაღალი დონის 256 ბიტიანი სიძლიერის შიფრირების უნარი და სერტიფიცირებულია Thawte–ის მიერ. თუმცა, დაცვის ასეთი მაღალი დონე მხოლოდ ქმედითია იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თავად დაიცავთ უსაფრთხოების გარკვეულ ნორმებს.

თქვენ არასოდეს უნდა გაანდოთ სხვას საკუთარი ანგარიშის დეტალები ან ლოგინი. თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ თქვენი ლოგინის რომელიმე დეტალს საფრთხე შეექმნა, შეგიძლიათ შეცვალოთ ის თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს როგორც კი სისტემაში შეხვალთ. 
 


alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa