კატეგორიები
ელფის გამომცემლობა
საგამომცემლო სახლი "ლაბირინთი"

ჰემატოლოგიის ატლასი

ჰემატოლოგიის ატლასი
მოდელი: Book
ბონუს ქულები: 0
საწყობში არსებობა: 1
ფასი: 85,00GEL 60,00GEL
გადასახადის ჩათვლით: 60,00GEL
რაოდენობა:  ყიდვა
   - ან -   

ატლასში წარმოდგენილია პერიფერიული სისხლის, ძვლის ტვინის, თავზურგტვინის და პლევრო-პერიტონეალური სითხის უჯრედების მორფოლოგია სინათლისა და ელექტრონული მიკროსკოპით სარგებლობის დროს. წიგნში მოცემულია როგორც სტრომული, ისე ჰემოპოეტური უჯრედები და ჰემოპოეზი ჯანმრთელებში, ჰემატოლოგიური და არაჰემატოლოგიური  დაავადებების დროს; აღნიშნულია უჯრედების მორფოლოგიური თავისებურებანი ლეიკემია-ლიმფომების სხვადასხვა ფორმებისა და სიმსივნური მეტასტაზების შემთხვევებში. ნოზოლოგიები მითითებულია ჰემოპოეტური და ლიმფოიდური ქსოვილის სიმსივნეთა თანამედროვე კლასიფიკაციის მიხედვით (მჯო 2008).

აღნიშნული ატლასის  ანალოგი მსოფლიო  ლიტერატურაში არ არსებობს, რადგანაც მასში წარმოდგენილია ავტორთა მიერ შემუშავებული ძვლის ტვინის, პერიფერიული სისხლის, თავზურგტვინის, პლევრალური და პერიტონეალური სითხის უჯრედების კულტივირების ორიგინალური მეთოდების  გამოყენებით 50 წლის განმავლობაში მიღებული მასალა. აღსანიშნავია, რომ კულტივირების პირობებში უჯრედები არა მხოლოდ ინარჩუნებენ მათთვის დამახასიათებელ მორფო-ფუნქციურ თავისებურებებს, არამედ ხშირად მათი ციტომორფოლოგია უკეთ არის წარმოდგენილი, ვიდრე ნატიურ პრეპარატში.

 კულტივირების აღნიშნული მეთოდები გამოირჩევა მაღალი ინფორმატულობით დიაგნოსტიკისთვის რთულ შემთხვევებში, საშუალებას იძლევა გამოვლინდეს პათოლოგიური კლონი ავთვისებიანი პროცესის არსებობის შემთხვევაში და ხელმისაწვდომია ყოველდღიურ პრაქტიკაში სარგებლობისთვის.                                     

ატლასში წარმოდგენილია ამ მეთოდების გამოყენების მნიშვნელობა ლეიკემია-ლიმფომების, მიელოდისპლაზიური სინდრომის (მდს), ბიფენოტიპური და ბილინეალური ლეიკემიების რთულად სადიფერენციაციო შემთხვევებში, აგრეთვე მინიმალური რეზიდუალური დაავადების,  მწვავე ლეიკემიის რეციდივის, მდს-ის დროს მოსალოდნელი მწვავე ლეიკემიის განვითარების დროული დიაგნოსტიკისა და ავთვისებიანი უჯრედების მეტასტაზის გამოსავლენად ძვლის ტვინში, სისხლში, თავზურგტვინის, პლევრალურ და პერიტონეალურ სითხეებში.

      წიგნში მოცემულია ადამიანის ლეიკოციტების კულტურაში მაკროფაგ-ლიმფოციტური როზეტების წარმოქმნის ფენომენის შესწავლის შედეგები და მისი მნიშვნელობა იმუნოკონფლიქტის დიაგნოსტიკისა და იმუნომოდულატორული თერაპიის ჩვენებისა და ეფექტურობის განსაზღვრისთვის, რაც საშუალებას იძლევა ეს მეთოდი გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა პროფილის კლინიკაში (ტრანსპლანტოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია, ალერგოლოგია, რევმატოლოგია, აუტოიმუნური დაავადებები).

ატლასში წარმოდგენილია  აგრეთვე ადამიანის ლეიკოციტების კულტურაში (ავტორთა მიერ შემუშავებული მეთოდით) უჯრედშიდა ბაქტერიის - Chlamydia trachomatis  გამრავლების შედეგად უჯრედებში გამოვლენილი ჩანართები  სინათლის მიკროსკოპით გადაღებულ მიკროფოტოებზე და ელექტრონოგრამებზე. აღნიშნული მეთოდი წარმატებით გამოიყენება Chlamydia trachomatis  ინფექციის სადიაგნოსტიკოდ ლატენტურად მიმდინარე და/ან რთულად სადიაგნოსტიკო შემთხვევებში როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებსა და ახალშობილებში.

წინამდებარე გამოცემა საინტერესოა და მნიშვნელოვანი მედიკოსებისა და ბიოლოგების ფართე წრისთვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს კლინიცისტებს, სტუდენტებს, პათოლოგ-ანატომებს და მეცნიერ-მუშაკებს, რომლებიც მოღვაწეობენ შინაგანი მედიცინის, ჰემატოლოგიის, ონკოლოგიის, იმუნოლოგიის, ტრანსპლანტოლოგიის, მეანობა-გინეკოლოგიის, ინფექტოლოგიის, ფარმაკოლოგიისა თუ უჯრედის ბიოლოგიის შესწავლის მიმართულებით.

 

წიგნები
ISBN 978-99940-0-683-0
ავტორი თინათინ შველიძე, თამარ სარალიძე, ნიკოლოზ სარალიძე, ლია მოხევიშვ
გამომცემლობა
გვერდები 208
ზომა ქართული, რუსული, ინგლისური
ენა A4

გამოხმაურების დატოვება

თქვენი სახელი:


თქვენი გამოხმაურება: ყურადღება: HTML არ არის მხარდაჭერილი! გამოიყენეთ უბრალო ტექსტი.

შეფასება: ცუდი            კარგი

შეიყვანეთ სურათზე გამოსახული კოდი:




alt
Google+

© E-bookland
2012

E-bookland accepted Visa